Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მწერლის, მეცნიერისა და მთარგმნელის - შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი ინტერდისციპლინური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2025 წლის 18-19 დეკემბერს გამართავს მწერლის, მეცნიერისა   და მთარგმნელის - შალვა ვარდიძისადმი  მიძღვნილ ინტერდისციპლინურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - ქართული კულტურის მოამაგე - შალვა ვარდიძე

 

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2025 წლის 15 ნოემბრამდე   თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: tsuconference@tsu.ge

 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: დასწრებული (მოხსენება).

 

კონფერენცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მიმართულებებს:

 

  • მიგრაცია და იდენტობა;
  • ქართველი  მწერლები საქართველოსა და უცხოეთში;
  • საგანმანათლებლო ცენტრები – წარსული და თანამედროვეობა;
  • ქართველი კათოლიკე მღვდლები უცხოეთში;
  • თარგმანი და ლიტერატურული ურთიერთობები.

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

 

სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.

 

კონფერენციის  ფარგლებში გაიმართება  რინალდო მარმარას წიგნის DOCUMENTS POUR L’HISTORIE DE L’EGKISE GEORGIENNE  პრეზენტაცია და შალვა ვარდიძისადმი მიძღვნილი ფოტო-გამოფენა.

 

საკონტაქტო პირი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,  თსუ, I კორპუსი, ოთახი 204.

 

თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.

თარიღი: 06/08/2025